ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნეიმარმა "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. როგორც The Sun-ი იუწყება, სამხრეთამერიკელმა აღნიშნული გადაწყვეტილება პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ მიიღო და უახლოეს მომავალში ახალ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ბრაზილიელ ფეხბურთელს "ბარსელონას" უკავშირებდნენ და ევროპული მედია მის "ბლაუგრანას" რიგებში დაბრუნებაზე საუბრობდა. ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს 222 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 91 მატჩში 72 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.