„არსენალის“ მცველმა, დავიდ ლუისმა, გუნდის საერთო ჯგუფში დაიწყო ვარჯიში. მან მუხლის ტრავმა, რომელიც პრემიერლიგის მე-6 ტურში მიიღო „ლესტერის“ წინააღმდეგ (0:1), სრულად მოირჩინა და მზადაა უახლოეს კვირას „ასტონ ვილასთან“ სათამაშოდ - გვამცნობს ლონდონური კლუბის პრეს-სამსახური.
ბრაზილიელი მცველი „არსენალში“ 2019 წელს გადავიდა „ჩელსიდან.“ ტრანსფერი 8.7 მილიონი ევრო დაჯდა. მიმდინარე სეზონში ლუისმა „მეთოფეთა“ მაისურით რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.