ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის ელენე ხოშტარიას თქმით დღეს ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ძალაუფლება, ამიტომ გაყალბდა არჩევნებიც და დაირღვა ადამიანის უფლებები. გაერთიანებული ოპოზიცია კი ყველა არსებული ბერკეტით შეეცდება ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს. ამ თემაზე ხოშტარიამ გადაცემაში კომენტარი ისაუბრა.
"ჩვენ ყველა მეთოდით ვიბრძვით, მათ შორის იგივე საოლქოში საჩივრები შეტანილია, იბრძვიან არასამთავრობებიც, ჩვენი წარმომადგენლებიც. რა თქმა უნდა ეს საკითხი არც საოლქოში არ გადაწყვეტილა, ისინი არიან შემსრულებლები. მეტიც, ცესკოც და ჟვანიაც პოლიტიკური ნების გამტარებელია, ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას ვანახოთ კონკრეტული ფაქტები, რომ მათ მოპარეს ხმები... დღეს ხდება არამხოლოდ არჩევნების, არამედ ძალაუფლების მიტაცებაც, რადგან ბიძინას როგორი კონფიგურაციას სურდა ის მოიგონა...არჩევნების უფლება განსაზღვრავს მომავალს. უბრალოდ ეს მიტაცება და გაყალბება ვერ იქერბა საფუძველი იმისა, რომ მან (ივანიშვილმა) ქვეყანა მართოს... პირდაპირ ცემაზე გადავიდნენ. შეშინებულები არიან, დაბნეულები არიან, იქცევიან აგრესიულად. ეს ჩიხია ივანიშვილისთვის",-აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარის თქმით ოპოზიცია რომ ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს სამართლიანობის აღსადგენად, ამას მოწმობს დღეს დაგეგმილი აქცია-მსვლელობაც. "უარი გაყალბებულ არჩევნებს" - ამ სლოგანით ოპოზიციის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ვაკის ოლქში, დელისის მეტროდან ვაჟა-ფშაველას ძელგამდე მსვლელობას გამართავენ.
"ეს არის საერთო ოპოზიციური მსვლელობა, სადაც ხალხს მოვიწვევთ კვირის აქციაზე. მიხარია, რომ ერთად ვიქნებით- ლელოც აქ იქნება, ხათუნა სამნიძე და ფაქტობრივად ოპოზიციური სპექტრი ვიქნებით ერთად. ვანახებთ იმ ერთიანობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების დაბრუნებაში და გაყალბებული არჩევნების არ მიღებაში. შესაბამისად ვაკის მოსახლეობას გავესაუბრებით, მოვიწვევთ აქციაზე და ესაა ჩვენი საერთო მზადება კვირის აქციისთვის",-თქვა ელენე ხოშტარიამ.
8 ნოემბერს ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დაანონსა. ხელისუფლების ოპონენტები უნდობლობას უცხადებენ 2020-ის არჩევნებს და გაყალბებულს უწოდებენ.
საარჩევნო დარღვევებსა და ოქმებში არსებულ დისბალანსსზე საუბრობს არასამთავრობო სექტორიც.