საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს შესაძლოა 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ. ამის შესახებ გამოცემა АS წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელი სპეციალისტის საქმეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს. საქმე ეხება კუმანის მიერ მადრიდის „რეალთან“ დამარცხების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას. კატალონიელთა მწვრთნელმა ღიად განაცხადა, რომ არბიტრთა ვიდეოდახმარების სისტემა (VAR) მუდმივად „ბარსელონას“ წინააღმდეგ არის მიმართული.
დისციპლინარული კოდექსით, ოფიციალურ პირებს მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვთ. ნიდერლანდელ სპეციალისტს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა შესაძლოა ჯარიმის სახით 3 ათასი ევროს გადახდაც დააკისრონ.