მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში არც ერთი თანამდებობა არ მინდა, არც ერთი პოლიტიკური როლი არ მინდა - გაიგეთ ხალხო, სამშობლოს ვკარგავთ!

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში არც ერთი თანამდებობა არ მინდა, არც ერთი პოლიტიკური როლი არ მინდა - გაიგეთ ხალხო, სამშობლოს ვკარგავთ!

საქართველოში არც ერთი თანამდებობა არ მინდა, სრულიად ოფიციალურად ვაცხადებ. არც ერთი თანამდებობა არ მინდა, არანაირი პოლიტიკური როლი არ მინდა, ერთადერთი რამ მინდა, ვიყო თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი შვილი, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მისი ოცნებაა საქართველო იყოს თავისუფალი.

"ჩემთვის ეს არის ერთადერთი სანუკვარი ოცნება, საქართველო იყოს თავისუფალი. გაიგეთ ხალხო, სამშობლოს ვკარგავთ. სამშობლო თუ არ გაქვს, რა თანამდებობაც არ უნდა გქონდეს ნებისმიერ ქვეყანაში, არავინ ხარ. აქ ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. მომავალში ყველა კენჭისყრა უნდა იყოს ელექტრონული, ყველა ემიგრანტსა და ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს საშუალება ელექტრონულად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, დამთავრდა ქაღალდების თვლა და ბიულეტენები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

trampi ვაააა .............................. საქართველოვო კაცო, საქართველოვო....
გარეჯი აბა რა არის? ან აფხაზეთი და სამაჩაბლო??...........................ან ის 150 ქვაღორღიანი სოფლები??
ვისა სჯერა ეხლა ამისი? მე რომ ვთქვა ეხლა ამერიკის ბედიღბალზე ფიქრით ღამეები არ მძინავს მეთქი, ზუსტად ისეა
4 წლის უკან
amo ღმერთო, რამდენი ზღაპარი ცოცხლდება დღევანდელ სინამდვილეში. დევის არ იყოს ჩემი ძალა ამაში და იმაშიაო, ამ ორფეხის ძალა იცით რაშია? ამ სისულელების დამჯერ საქართველოს 22% მოსახლეობაში. თფუ . . .
4 წლის უკან