აფხაზეთის ომის მონაწილე დავით ახრახაძე არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პასუხობს მათ, ვინც ამბობს, რომ შედეგები გაყალბებულია:
“მაშ ასე, მცირე ანალიზი ჩემი დაკვირვებით!
ნაცების ხმა იქნება მუდმივი და უცვლელი, სანამ ეგ ხალხი ცოცხალია! ტრამპიც რომ იყოს ჩვენი პრეზიდენტი და სულაც რომ იაპონიის ეკონომიკა გვქონდეს, ის სექტა ჰიჩკოკის ზომბი მიცვალებულებით ისევ ხუთ ნომერს შემოხაზავს.
არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც ნაცები ხმას მიცემენ, მათთვის მხოლოდ ციფრი "5"-იანი არსებობს! ვეჭვობ, ნაცი რომ მოკვდეს და საარჩევნო სიაში შემთხვევით ჩარჩეს ცესკოს, ისინი საფლავიდანაც ზომბებივით ამოვლენ, არჩევნებზე მობანდალდებიან და რუსთაველზეც 1 კვირა დადგებიან.
და კიდევ, არ დამიწყოთ ახლა, გააყალბეს გამოაყალბესო, ვერავინ ვერაფერს ვერ გააყალბებს, რადგან თავზე 9 დამკვირებელი და ოპოზიციის კომისიის წევრი გადგას არჩევნებზე.
ასეთ უსუსურ სისულელეს მხოლოდ ის თუ იტყვის, ვინც არჩევნებზე კომისიაში არ ყოფილა, აბა მიდით და დადექით კომისიის წევრად და საინტერესოა როგორ გააყალბებ, როცა თავზე ჰიჩკოკის ზომბები გადგას, თუ გაყალბება ისაა, რომ ადმისტრაციულ რესურსს გამოიყენებო იტყვი ადამიანი.
აბა როგორ წარმოგიდგენიათ, რადგან საჯარონ მოხელე ხარ, შენ ძმაკაცს, ბიძაშვილს და მეზობელს არ ეტყვი რომ ხმა ჩემ პარტიიას მიეცითო? თუ ისეთი გიჟი უნდა ვიყო ახლა მე, რომ ჩემ მეგობარს ის ვუთხრა, ვისაც გინდა იმას მიეცი ხმა-თქო.
უმნიშვნელო პროცედურული დარღვევები ყოველთვის მოხდება და თუნდაც ბიულეტენი, სადმე ვინმეს გადაუყვეს, მაქსიმუმ 1% იქონიოს გავლენა და არა ის, რომ არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა მოახდინოს”.