„ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი თანამშრომლობა აქვს ამერიკასთან პოლიტიკურად და რაც მთავარია, სამხედრო თვალსაზრისით.
„ქართული ოცნების მთავრობის პირობებში ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი თანამშრომლობა პოლიტიკურად და რაც მთავარია, სამხედრო თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პრეზიდენტის შემთხვევაში ეს თანამშრომლობა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კიდევ უფრო მჭიდრო გახდება“, - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.