გიორგი ხელაშვილი: ნებისმიერი სახელისუფლო რგოლის ცვლილების შემთხვევაში, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იქნება ისეთივე ურყევი, როგორიც აქამდე იყო

გიორგი ხელაშვილი: ნებისმიერი სახელისუფლო რგოლის ცვლილების შემთხვევაში, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იქნება ისეთივე ურყევი, როგორიც აქამდე იყო

ჩვენ ამერიკისგან ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის, ადმინისტრაციის, კონგრესის, ნებისმიერი სახელისუფლო რგოლის ცვლილების შემთხვევაში, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იქნება ისეთივე ურყევი, როგორიც აქამდე იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

„არსებობს ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიმართ, დაწყებული სამხედრო დახმარებით, ასევე პოლიტიკური და მორალური გამხნევებით. ასევე, არსებობს ამერიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული ცვლილებების აღიარება და ტრანსფორმაციაში ხელშეწყობა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.