ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯი არის მნიშვნელოვანი სენსიტიური საკითხი, ამას არჩევნებთან და პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი ვერ ექნება

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯი არის მნიშვნელოვანი სენსიტიური საკითხი, ამას არჩევნებთან და პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი ვერ ექნება

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე, არ ეთანხმება ოპოზიციის შეფასებას, რომ დავით გარეჯის თემა ხელისუფლებამ საარჩევნოდ გამოიყენა და მოქალაქეების გრძნობებით მანიპულაცია მოახდინა.

„დავით გარეჯი არის მნიშვნელოვანი სენსიტიური საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ იდენტობას. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს საბოლოოდ მოეფინოს ნათელი და ამას არჩევნებთან და პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი ვერ ექნება", - აღნიშნა კობახიძემ.