ესაა პოლიტიკური კაპიტულაცია მეორე ტურის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ მეორე ტურში დამარცხდებიან და არ უნდათ მონაწილეობა, - ეს განცხადება მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
„ჩემი ინფორმაციითა და მოსაზრებით, გვაქვს შემდეგი ვითარება, როდესაც ოპოზიციის ის წარმომადგენლები მათი დიდი ნაწილი ვისაც მეორე ტურში უნდა მიეღო მონაწილეობა უკვე არიან შესული პარლამენტში, და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მათ მეორე ტურში გამარჯვების იმედი არ აქვთ.შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებულ ამ საკითხებს ისინი აფორმებენ ასე, რომ პროტესტის ნიშნად არ მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მათი კანდიდატები მონაწელეობას არ მიიღებენ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.