მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.
„დაძაბული თამაში იყო, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავდა, ძალიან კარგი გუნდი. პრობლემები გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელებს ვულოცავ, რადგან მათ გამარჯვება დაიმსახურეს. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, ისე ვთამაშობდით, როგორც გვინდოდა, მაღალი პრესინგი გვქონდა, 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ სწრაფად გავუშვით და პრობლემები შეგვექმნა. მეორე ტაიმი თანაბარი თამაში იყო. როდრიგომ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ გამარჯვების ბოლომდე უნდა გჯეროდეს. ყოველთვის შესაძლებელია უკეთ თამაში, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, „რეალს“ 3 ტურის თავზე 4 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე ისევ „ინტერთან“ ჩაატარებს, ოღონდ გასვლაზე.