"მანჩესტერ სიტი" მესისთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას იანვარში გეგმავს

„მანჩესტერ სიტი“ ლიონელ მესის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. The Telegraph-ის ცნობით, ინგლისური კლუბი გეგმავს, რომ იანვარში არგენტინელს წინასწარი კონტრაქტი გაუფორმოს.

მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მისი გუნდში დარჩენა დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ გახდება კლუბის ახალი პრეზიდენტი. ამიტომ, ინგლისელებს უნდათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც მარტშია დაგეგმილი, მესი დაიყოლიონ და წინასწარი კონტრაქტიც გაუფორმონ.

„ქალაქელთა“ ტრანსფერების განყოფილების ხელმძღვანელი ომარ ბერადა ამ საკითხზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. „სიტის“ მესის შეძენა ზაფხულშიც სურდა, როდესაც ლეოს „ბარსელონას“ დატოვება უნდოდა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის მთელი კარიერა „ბარსელონაში“ აქვს გატარებული, სადაც 739 მატჩში 637 გოლის გატანა მოახერხა.