ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი 2021 წლიდან საქართველოს სახელით აღარ გამოვა

ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი 2021 წლიდან საქართველოს სახელით აღარ გამოვა

ქართველი ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი 2021 წლიდან სერბეთის მოქალაქე გახდება და საქართველოს სახელით აღარ გამოვა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ძიუდოისტებს მოქალაქეობის შეცვლა 30 წლამდე ეკრძალებათ, რის გამოც 29 წლის რეხვიაშვილს მოცდა 16 თებერვლამდე მოუწევს.

მის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა 2013 წლით თარიღდება, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც რეხვიაშვილი გამოდიოდა, საქართველოს ნაკრებში ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი და ნუგზარ ტატალაშვილი ჭიდაობენ.