სერხიო რამოსმა „რეალის“ შემადგენლობაში მე-100 გოლი გაიტანა.
Goal-ის ინფორმაციით, 34 წლის ცენტრალურმა მცველმა ამის გაკეთება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, „ინტერთან“ მოგებულ შეხვედრაში მოახერხა.
100 გოლიდან, 54 „რეალის“ კაპიტანს თავით აქვს გატანილი.
რამოსი სამეფო კლუბში 2005 წლიდან გამოდის და 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ სამეფო თასი, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ ევროპის სუპერთასი და 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.