ვიქტორ ყიფიანი ოპოზიციაზე: ხომ არ არის დრო, წარუმატებლობის მიზეზი საკუთარ თავში ეძებონ

ვიქტორ ყიფიანი ოპოზიციაზე: ხომ არ არის დრო, წარუმატებლობის მიზეზი საკუთარ თავში ეძებონ

ძალიან ვცდილობ და შემიძლია, მათი განცდა დავინახო, რომ ეგრეთ წოდებული ძველმა პარტიებმა, რომელთაც პრეტენზია ჰქონდათ ქვეყნის მართვაზე, ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს. მესმის, ეს ძალიან მწარე შედეგია და პოლიტიკურად ძალიან რთულია ამის გააზრება. მე მესმის ახალგაზრდა პარტიების, რომელთაც სურდათ ახლადშემოკრებილი ელექტორატის თვალში თავიანთი რეპუტაციის დამკვიდრება და ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რაზედაც ისინი დაპირებას იძლეოდნენ, მაგრამ ეს არის პროცესი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ დღეს გამოვდივართ იმ რეალური მოცემულობიდან, რაც არსებულ დოკუმენტებშია. არსებული დოკუმენტებით კი არანაირი ეჭვი არ შეაქვთ ჩატარებული არჩევნებს ლეგიტიმურობაში.

„ეს ორი თეზა, რომ არჩევნები პირველ ტურში თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არანაირი ეჭვი არ არის. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს, მოგეხსენებათ, სამართალი ჯიუტი მეცნიერებაა და ყოველი დარღვევის ფაქტს, გადაცდომას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულება. ის ვერ გახდება პოლიტიკური მანიპულაციის საგანი, „მე ასე მინდა და ასე მომწონს“ ინტერპრეტაციის თემა. მას სჭირდება დასაბუთება და სწორი სამართლებრიცვი პროცედურები“, - განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თმით, როდესაც პოლიტიკურ სიმწიფეზეა საუბარი, ისურვებდა, რომ ცალკეული პოლიტიკური მოთამაშეები, ასხვავებდნენ ლოიალურობას საკუთარი პარტიის წინაშე და ერთგულებასა და პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის წინაშე.

„აქედან გამომდინარე, მინდა პატარა ჩანართი გავაკეთო: მე შევდივარ იმ პარტიების მდგომარეობაში, რომლებმაც სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. მე ძალიან ვცდილობ და შემიძლია, მათი განცდა დავინახო, რომ ეგრეთ წოდებულმა ძველმა პარტიებმა, რომელთაც პრეტენზია ჰქონდათ ქვეყნის მართვაზე, ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს. მესმის, ეს ძალიან მწარე შედეგია და პოლიტიკურად ძალიან რთულია ამის გააზრება. მესმის ახალგაზრდა პარტიების, რომელთაც სურდათ ახლადშემოკრებილი ელექტორატის თვალში თავიანთი რეპუტაციის დამკვიდრება და ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რაზედაც ისინი დაპირებას იძლეოდნენ, მაგრამ ეს არის პროცესი და ამ პროცესიდან გამომდინარე, მე მათაც მინდა დავუსვა რამდენიმე შეკითხვა: ხომ არ არის დრო, წარუმატებლობის მიზეზი საკუთარ თავში ეძებონ. იქნებ, ლიდერები საჭიროებენ გადახალისებას. იქნებ, მათ პროგრამებში არ იყო ის აქცენტები გამოკვეთილი, რომელიც სწორად მივიდოდა ამომრჩეველამდე. ეს არის მედლის მეორე მხარე, რისკენაც მათ გახედვა არ სურთ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.