იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ მიტაცებული ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცებაზე საუბრობს. მისივე შეფასებით, კრიმინალური ნაციონალური მოძრაობა ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანადგურებდა ოპოზიციას, ახლა კი ოპოზიციაში ყოფნის დროს ანადგურებს და ტყვეობაში ჰყავს ოპოზიცია. აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის წევრი, სოციალურ ქსელში წერს და ორივე შემთხვევას პარადოქსად აფასებს.
„ პარადოქსი #1: მიშას მიერ მიტაცებულები ოცნების მიერ ხელისუფლების მიტაცებაზე საუბრობენ!
პარადოქსი #2 და ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ კრიმინალური ნაც. მოძრაობა ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანადგურებდა ოპოზიციას, ახლა კი ოპოზიციაში ყოფნის დროს ანადგურებს და ტყვეობაში ჰყავს ოპოზიცია!“