გიორგი ვაშაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზადაა

გიორგი ვაშაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზადაა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ ის და მისი პარტია მზადაა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

„რატომაც არა, სხვა რესურსი, ნებისმიერი მოლაპარაკების მექანიზმის არ არსებობს. ჩვენ ამაზე ოპოზიციაში საერთო ჯამში ჩამოვყალიბდებით, სავარაუდოდ ეს მექანიზმი შესაძლებელია, მოხდეს. სხვა გამოსავალი არც არის, პირდაპირ რომ ვთქვათ. დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური საუბრები გვაქვს, ისინიც ფიქრობენ, რომ გარკვეული მოდელი, ფორმატი შესაქმნელია უკვე, რომელიც ამ ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

მანდატებზე უარი დღეს ოფიციალურად თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“,„ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

amo 3%-ნო დაბდურო გახსოვს უგულავა ივანიშვილს მაგიდასთან მჯდომარე რომ დახვდა, მერე რა დაემართა? ჰოდა წაი ბიძიკო სახლში. ესენიც წასასვლელი არიან, მარა დღევანდელი ოპოზიცია (გუბაზის ჩათვლით) ვერ ხართ მაგის გამკეთებელი (საერთოდ თუ ხართ რამის გამკეთებელი).
4 წლის უკან