გიორგი კახიანი: ოპოზიციის მოთხოვნებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ეს ცალსახად შემიძლია დავაფიქსირო

გიორგი კახიანი: ოპოზიციის მოთხოვნებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ეს ცალსახად შემიძლია დავაფიქსირო

ოპოზიციის მოთხოვნები ყოველმხრივ უსაფუძვლოა. ამას მარტო მე ხომ არ ვამბობ, ამას აცხადებენ საერთაშორისო დამკვირვებლები და ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. ყველაფერი ეს მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ისინი გონს მოეგებიან და საარჩევნო პროცესს დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა პარტიის ოფისში ჯურნალისტებს განუცხადა.

„მათი მოთხოვნა არის სრულიად აბსურდული. ამოვარდნილია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ეს მაძლევს ამის საფუძველს, რომ ისინი გონს მოეგებიან და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მათ მოთხოვნებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ეს ცალსახად შემიძლია დავაფიქსირო. არანაირი შედეგი, (ეს იქნება საპროტესტო აქციები არჩევნებთან დაკავშირებით) ამას არ მოყვება. არჩევნები ჩატარდება კანონის მიხედვით და გადაწყვეტილებები იქნება კანონთან შესაბამისი. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, მათ შორის სასამართლოს შესაბამისი ინსტანციები. მიმართონ სასამართლოს და იქ იდავონ კანონიერებაზე, მაგრამ საჩივრებიც კი არ არის დაწერილი, მაში როდესაც 7 ათასზე მეტი ოქმია შედგენილი, იცით, რომ 3 750 უბანია, ერთ უბანზე კი შეიძლება დაიწეროს 100 საჩივარი და მეტი. გუშინდელი ინფორმაციით, მხოლოდ 450 საჩივარია დაწერილი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.