„ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რაც ახლა არის, ვაპირებთ ბრძოლას, კვირას რუსთაველზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების პროცესში გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით იქნება კომუნიკაცია როგორც ამერიკის საელჩოსთან ასევე ეუთო/ოდირთან.
„ის მოლოდინი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ ჩვენს თემას. ჩვენი პოზიცია არის, რომ გვქონდეს საერთო პოზიცია. ჩვენ ვიხრებით იქით, რომ არც ერთი იპოზიციური პარტია არ შევიდეს პარლამენტში”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.