ელენე ხოშტარია: მეორე ტური ვერ ჩატარდება

ელენე ხოშტარია: მეორე ტური ვერ ჩატარდება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს.

„ძალიან მტკიცე, ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ ეს არის არალეგიტიმური არჩევნები და არალეგიტიმურ პარლამენტში ჩვენ არ ვაპირებთ შესვლას და ეს არის ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგვპაროს არჩევნები, როგორც ინსტიტუტი.

ბევრი განხილვა იმას არ უნდა, რომ მეორე ტური ვერ ჩატარდება, არ იქნება, არ ვიღებთ, იმიტომ, რომ არ ვიღებთ ამ თამაშის წესებს, არც მეორე ტურის სახით და არც ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლის სახით“,- აცხადებს ხოშტარია.

 

amo „ევროპული საქართველო“ - 3.78%; ხოშტარია: არჩევნების მეორე ტურში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. პირველში ხო დაგლიჯეთ! ვაი თქვენს პატრონს.
4 წლის უკან
amo ვაჟა ბერიძე - ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა მიუღებელია, რადგან ეს რუსულ სცენარში ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობაზე თანხმობაა, რაც ვფიქრობ მიუღებელი უნდა იყოს ოპოზიციური ლიდერებისთვის
4 წლის უკან