სალომე სამადაშვილი: ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციაა, რომ ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვიღებთ

სალომე სამადაშვილი: ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციაა, რომ ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვიღებთ

ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციაა, რომ ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვიღებთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება საერთო გამარჯვებაა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პოზიცია ერთობლივად უნდა დააფიქსირონ.

„ოპოზიციის გამარჯვება ამ არჩევნებში, საერთო გამარჯვებაა და მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი აზრია, რომ ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს ამ არჩევნების შედეგები და შესაბამისად, უარი უნდა თქვას პარლამენტში შესვლაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.