„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილის აზრით, დიდი ალბათობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ მოხერხდება და ამ პირობებში იმის თქმა, რომ „თუ ყველაფერს ვერ ვიგებ, არაფერი მინდა, სწორი არ არის“.
„ვადამდელ არჩევნებს, თუ გამოვიდა, ხომ კარგი, მაგრამ დიდი იმედი ამის არ გვაქვს და სინამდვილეში ვიწყებთ მზადებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შეიძლება ვამბობთ ვადამდელ არჩევნებს და ვემზადებით თვითმმართველობისთვის, პირველად ვაჟღერებ მე ამას. ჩვენთვის ახლა მთავარი ორიენტირი სწორედ, თვითმმართველობის არჩევნები. თბილისი მოსაგებია, როცა ვერ იგებ ყველაფერს, უნდა მოიგო იქ, სადაც შეგიძლია. ყველაფერი თუ ვერ მოვიგეთ არაფერი არ გვინდა, ამაზე საუბარი სწორი არ არის,“ - განაცხადა "პალიტრანიუსის" ეთერში ბერძენიშვილმა და დასძინა: „მე არ ვარ განწყობილი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოხერხდება“.