"მანჩესტერს" "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 48 წელიწადში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მიმდინარე სეზონში ორი სახე აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კარგი და პრემიერლიგაში საშინელი. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე ცუდი სტარტი აიღო ბოლო 7 წელიწადში.

6 მატჩში 7 ქულა - მსგავსი ცუდი შედეგი „წითელ ეშმაკებს“ ბოლოდ 2013-2014 წლების სეზონში ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ამ 6 შეხვედრიდან „მანჩესტერმა“ ოთხი „ოლდ ტრაფორდზე“ ჩაატარა და ერთადერთი ქულა მოიპოვა. ასეთ ცუდი შედეგი კი შინ 1972-1973 წლების სეზონის შემდეგ პირველად აქვს.

„მანჩესტერი“ პრემიერლიგაში მე-15 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგაზე კი ინგლისურ გრანდს ყველაფერი კარგად აქვს, პსჟ-ს სტუმრად მოუგო (2:1) და შინ „ლაიფციგი“ 5:0 გაანადგურა.