დავით ბაქრაძე:  საკუთარი პარტიის შეფასებას ყველა თვითონ გაახმოვანებს, მაგრამ ერთს დავამატებ, ოპოზიცია არის ერთიანი

დავით ბაქრაძე:  საკუთარი პარტიის შეფასებას ყველა თვითონ გაახმოვანებს, მაგრამ ერთს დავამატებ, ოპოზიცია არის ერთიანი

„საკუთარ პოზიციას თავად გაგაცნობთ ყველა პარტია, მე ვერ გავახმოვანებ „ლელოს“ და ვერც ერთი სხვა პარტიის პოზიციას. დღეს გითხარით „ევროპული საქართველოს“ ერთსულოვანი აზრი, ზოგადი განწყობა ოპოზიციაში ყველამ იცით, ზოგადი განწყობა და ერთსულოვანი შეფასება გახლავთ ის, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საკუთარი პარტიის შეფასებას ყველა თვითონ გაახმოვანებს, მაგრამ ერთს დავამატებ, ოპოზიცია არის ერთიანი. „ქართული ოცნება“ იბრძოდა ერთპარტიული მოგებისთვის, უნდოდა ერთპარტიული პარლამენტი და სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი საქართველოს ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, თუმცა, ამ პერიოდსაც, ამ პარლამენტსაც და ამ ხელისუფლებასაც მშვიდობიანად ძალიან სწრაფად დავასრულებთ,“- განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხვალიდან „ევროპული საქართველო“ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგებს გამართავს.

„ჩვენ ხვალიდან გვექნება რეგულარული ბრიფინგები სადაც საზოგადოებას გავაცნობთ განსაკუთრებით თვალშისაცემ ფაქტებს გაყალბების, რომელიც პირდაპირ დაადასტურებს იმას, თუ რა მასშტაბის და როგორი სითავხედის გაყალბებასთან გვქონდა საქმე. გაყალბებაში მონაწილეობდა სახელმწიფო , პარტიული და კრიმინალური ინსტიტუტები, ამ სინქრონიზებული ქმედების შედეგად დადგა ის შედეგი, რაც დადგა,“- განაცხადა ბაქრაძემ.