გიორგი შერმადინის შესანიშნავი თამაში

გიორგი შერმადინის შესანიშნავი თამაში "ბარსელონასთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ბარსელონას“ დაუმარცხებელი „იბეროსტარ ტენერიფე“ ესტუმრა. გიორგი შერმადინმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ მისი გუნდი სეზონში პირველი მარცხისგან ვერ იხსნა. კატალონელებმა მეორე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და 81:74 მოიგეს.

ქართველმა ცენტრმა 27:13 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დააფრება მიითვალა. გიორგიმ 12-დან 8 ორქულიანი (67%) და 3-დან 3 საჯარიმო (100%) ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა. ნიშანდობლივია, რომ ქულებით და მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადნი ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„ბარსელონას“ კი გამარჯვებაში ალექს არბინესი (16 ქულა), ნიკ კალატესი (14 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი) და ნიკოლა მირიტოჩი (13 ქულა, 5 მოხსნა) დაეხმარნენ.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 6 მოგების წილ 1 წაგება აქვს (სხვებთან შედარებით ნაკლები მატჩები ჩაატარა) და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო თამაშს კი 8 ნოემბერს, შინ „ბეტისთან“ გამართავს.