შონ კონერი 90 წლისა გარდაიცვალა

შონ კონერი 90 წლისა გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი, შონ კონერი 90 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია მსახიობის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში, შონ კონერიმ 70-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ჯეიმს ბონდზე 7 ფილმში.

შონ კონერი ოსკარის, ოქროს გლობუსის და BAFTA-ს მფლობელია. 1987 წელს მან მიიღო ოსკარი კატეგორიაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“, ფილმისთვის „ხელშეუხებლები“.