“როცა ყველა მეზობელმა და ზოგმა არამეზობელმაც   მოგვილოცა ახალი პარლამენტის არჩევა, რუსეთი რატომ დუმს?”

“როცა ყველა მეზობელმა და ზოგმა არამეზობელმაც   მოგვილოცა ახალი პარლამენტის არჩევა, რუსეთი რატომ დუმს?”

ფეისბუქ-მომხმარებელი "მეწისქვილე მეწისქვილე" სოციალურ ქსელში წერს:

“კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც წააგეს არჩევნები ნაცებმა.

ეს არის გაუთავებელი სიცრუე და ტყუილები.

ავიღოთ თუნდაც ეს ყბადაღებული და გაუთავებელი სიცრუე, რომელიც მე უკიდურესად ნეგატიურად განმაწყობს ნაცების მიმართ, რომ თითქოს ივანიშვილის მთავრობა პრორუსულია,

გამოვიდა ამერიკის სახდეპი და ხმამაღლა განაცხადა, ივანიშვილის მთავრობა პროამერიკული და პროდასავლურიაო.

ესენი კი იმიტომ იტყუებიან, რომ ჩვენ დებილები ვგონივართ და მერე უკვირთ, რატომ ვეჯავრებით ხალხსო?

იმიტომ ეჯავრებით, რომ ქართველი ერი სულელი გგონიათ.

ასეთი აშკარა და თვალსაჩინო ტყუილის მერე, ხალხს თქვენი საერთოდ არაფერი სჯერავს და  არც დაგიჯერებენ, სანამ სიმართლის რელსებზე არ გადაერთვებით.

ახლაც არ იშლიან და ისევ თქვეს, ივანიშვილის რუსული მთავრობაო.

ანუ ამერიკამ საქართველოში პრორუსულ მთავრობას დაუჭირა მხარი.

აი ასეთ აბსურდამდე მივიდნენ, ასეთ გაუგონარ სიბრიყვეს ამტკიცებენ და ეს მხოლოდ მათ სიბრიყვეზე მეტყველებს.

უბედურება კი ისაა, რომ ასეთ სიბრიყვეს მხარდამჭერები ჰყავს.

ისე კი, ერთი ლეგიტიმური კითხვა მებადება.

იმ ფონზე, როცა ყველა მეზობელმა და ზოგმა არამეზობელმაც   მოგვილოცა ახალი პარლამენტის არჩევა, რუსეთი რატომ დუმს?

რა, ნაცების ქმედების შედეგებს ელოდება? ანუ მოელის რომ ნაცები იმას გააკეთებენ ქვეყანაში, რაც მათ აწყობთ?

საკმაოდ საეჭვო ემთხვევა ნაცების და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს.

და უკვე მერამდენედ!!!

და ბოლოს.

ვინც დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ოცნება არის პრორუსული, ყველა უკლებლივ საქართველოს დაუძინებელი მტერი და მავნებელია”.