„პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართელოსა და აშშ-ის შემდეგ მთავრობებს ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ.
„საქართველოში აშშ-ის საელჩოს ანგარიში საქართველოში შემდგარი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი შეფასებაა. იმედი მაქვს აშშ-სა და საქართველოს ახალი ადმინისტრაციები შეძლებენ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის გაძლიერებას“, - დაწერა მაიკლ კარპენტერმა Twitter-ზე.