საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე კი მისი დაცვის ერთ თანამშრომელს გამოუვლინდა ინფექცია, რის გამოც გიორგი გახარია იძულებული გახდა, სავალდებულო თვითიზოლაციაში გადასულიყო. ამის შესახებ პრემიერმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ მის თანამშრომელთან, რომელსაც ინფექცია გამოუვლინდა, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა ხანგრძლივი კონტაქტი.