გაეროს გენერალური მდივნის 10 მრჩევლიდან ერთ-ერთი ქართველი ექიმი გიორგი ფხაკაძე საგანგაშო პროგნოზს აკეთებს:
„კორონავირუსის დაბალი მაჩვენებელი რომ იყო საქართველოში, ამაში ჯანდაცვის სისტემის როლი ნული იყო. იმუშავა პატრულმა და სწორად შეშინდა მთავრობა. კარანტინმა კარგად იმუშავა. როცა ეს ყველაფერი მოეშვა, მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა. ჯანდაცვის სისტემის რეალური სურათი ისაა, რაც დღეს ხდება – ათასობით ინფიცირებული. არ მჯერა, რომ ეს განზრახ გააკეთეს. ესაა პროფესიონალიზმის ნაკლებობით გამოწვეული.
საქართველოში ნოემბერი უმძიმესი იქნება, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება. ნახავთ, ქვეყანაში ორ კვირაში, რა მდგომარეობა იქნება.
მე იმ ჯგუფის ნაწილი ვარ, რომელიც ვამბობთ, რომ სამი ტალღა იქნება. ჩვენი გამოთვლებით მეორე ტალღა დეკემბერსა და იანვარში იქნება. მერე მაჩვენებელი ნელ-ნელა ჩამოიკლებს. მესამე ტალღას ველით აპრილსა და მაისში, ეს ყველაზე პატარა ტალღა იქნება, მეორე კი – ყველაზე ძლიერი”, – განუცხადა "სარკეს" გიორგი ფხაკაძემ.