სააკაშვილის განცხადებები, თითქოს ჩვენ დიდ ქალაქებში დავმარცხდით, არის ძალიან დიდი ტყუილი, - ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში კახა კალაძემ განაცხადა.
„პარტია „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ყველა დიდი ქალაქში მოიგო არჩევნები. ყველა დიდი ქალაქში და საარჩევნო ოლქში. ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი ეს არის გლდანის საარჩევნო ოლქი, სადაც მცირე უპირატესობით მელია უგებს კობიაშვილს, თუმცა იქაც მეორე ტურია.დანარჩენ შემთხვევაში ან პირველივე ტურში დავამთავრებთ უკვე არჩევნები, ან მეორე ტურია, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ყველა ოლქში გაიმარჯვებს ჩვენი წარმომადგენელი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. „ქართულ ოცნებას“ ხმა ამომრჩეველთა 48,15%-მა მისცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 27,14%-მა.