გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სწორ ანალიზზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებას

გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სწორ ანალიზზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებას

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სწორ ანალიზზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს პოზიციის შემდეგ გავრცელდა ევროკავშირის განცხადება, რომ საქართველოში ყველაფერი სწორად ჩატარდა, დემოკრატიული პროცესების დაცვით, თუმცა გარკვეული დარღვევები იყო. „ასევე გავრცელდა ევროსაბჭოს განცხადებაც, შემდეგ ლიეტუვას განცხადებაც დაემატა, თუმცა ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს სანქციებს დაუწესებდა“, -აღნიშნა ვოლსკიმ.