ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ამერიკის საელჩოს გვერდზე შევიხედე და -ჰოი, საოცრებავ!
ნაცები გვარამიას თამადობით ამერიკის ელჩს უტევენ და ლანძღავენ მისი განცხადების გამო.
იგივე რეაქცია აქვთ ეუთო-ოდირის მიმართაც.
მე პირადად არ ვარ მოხიბლული არსებული სისტემით და არც ასეთი როლის მინიჭება მიმაჩნია მართებულად საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
უმცროსი ძმის სინდრომი მაღიზიანებს მრავალი მიზეზის გამო.
მაგრამ ესენი რომ აქ ქოსატყუილობენ საკუთარი პროდასავლურობის შესახებ და იმავე დასავლეთის ელჩებს სასტიკად ლანძღავენ თუ მათი პოზიცია არ აწყობს. არის ძალიან სასაცილო.
ხომ გახსოვთ. რა დღეში ჩააგდეს სტრასბურგის სასამართლო, ჰაიდი ტალიავინი,გერმანიის ელჩი კნირში და სხვანი მრავალნი.
ახლა დეგნანს გადაეკიდნენ.
ესენი რომ შეშლილები არიან -გასაგებია.
ეს ამდენი ჩვენი თანამემამულე რომ გადაიყვანეს ჭკუიდან, ესაა ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა".