კახა კუჭავა ეუთო/ოდირის შეფასებაზე: დარწმუნებული ვარ, სხვა ასეთ ბევრ განცხადებას მოვისმენთ

კახა კუჭავა ეუთო/ოდირის შეფასებაზე: დარწმუნებული ვარ, სხვა ასეთ ბევრ განცხადებას მოვისმენთ

დარწმუნებული ვარ ჩვენ სხვა ასეთ ბევრ განცხადებას მოვისმენთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ „იმედის კვირაში“, ეუთო/ოდირის პირველად შეფასებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.

„კარგად გვახსოვს ის კრიტიკა რომელიც არშემდგარი საკონსტიტუციო ცვლილებებით მივიღეთ ერთი წლის წინ, ნოემბერში და ბევრი იყო სკეპტიკურად განწყობილი, როგორ გავაგრძელებდით ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობას, თუმცა ფაქტი სახეზეა, ჩვენ დღეს გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში, ეს არის სვენ მიქსერი მიერ დაწერილი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების იმპლემენტაციის ანგარიში, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული ის რეფორმები, რომელიც საქართველომ განახორციელა და ახალ გეგმებზეა საუბარი, ჩვენ ეს პროგრამის ნაწილადაც კი ვაქციეთ და ჩვენ ახალი ამბიციური გეგმა გვექნება, რომელიც მოგვცეს საშუალებას 2024 წელს განაცხადი შევიტანოთ ევროკავშირში წევრობაზე.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. ამ ორი ანგარიშით იმ სპეკულაციებს წერტილი დაუსვეს. წინ ძალიან მნიშვნელოვანი 4 წელი გველოდება, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს სანატრელ სურვილთან და ახალი პარლამენტი ნამდვილად იქნება ამისთვის მზად“, - განაცხადა კახა კუჭავამ.