ჩვენ ვართ გარანტი, რომ არ დაიკარგოს არცერთი ხმა, არა აქვს მინიშვნელობა ვისი მისამართით იყო საარჩევნო ყუთთან დაფიქსირებული. არცერთი ამომრჩეველი ამ მიმართულებით არ უნდა დაიჩაგროს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ახლა როცა რამდენიმე უბანია დასათვლელი და ცნობილია შედეგები, მინდა ჩვენს ამომრჩევლებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ უდიდესი პასუხისმგებლობისთვის, რაც გუშინ გამოიჩინეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, მიუხედევად იმისა, რომ თმენის სხვა ვალდებულება აქვს, არავინ აპირებს დაკარგოს ერთი ხმა, რომელიც მმართველ პარტიას მიანიჭა მისმა ამომრჩეველმა. „ასევე არავინ აპირებს იმ ოპოზიციური ხმის დაკარგვას, რომელიც თავის რჩეულ პარტიას მიანიჭა რომელიმე ადამიანმა“,- განაცხადა მდინარაძემ. .
მდინარაძის განცხადებით, არცერთი ამომრჩეველი არ უნდა დაიჩაგროს.
31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.