ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის ელჩის განსაკუთრებული წვლილი იმ პროცესში, რასაც ერქვა ახალი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება და საარჩევნო კოდექსის დახვეწა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის ელჩის განსაკუთრებული წვლილი იმ პროცესში, რასაც ერქვა ახალი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება და საარჩევნო კოდექსის დახვეწა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა აქტივობას გუშინდელ არჩევნებზე და კოვიდ-19-ის პანდემიის დროსაც კი ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას.

„როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის.

ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს შეფასება, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განსაკუთრებული წვლილი იმ პროცესში, რასაც ერქვა ახალი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება და საარჩევნო კოდექსის დახვეწა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თითქმის დასრულებულია საარჩევნო უბნების მონაცემების დათვლა და 4 უბნის მონაცემებია დარჩენილი.

„საბოლოოდ დადასტურდა ის, რომ „ქართულა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ გაგრძელდეს ქვეყბის შემდეგომი წინსვლა და განვითარება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.