ვიოლა ფონ კრამონი: მხარეებმა სიმშვიდე უნდა გამოაჩინონ - ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას

ვიოლა ფონ კრამონი: მხარეებმა სიმშვიდე უნდა გამოაჩინონ - ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას

გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

„ყურადღებით ვაკვირდები საქართველოს არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი და ზოგადად თავისუფალი იყო, სამწუხაროა ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევები. ადმინისტრატიულ და განსაკუთრებით ფინანსურ რესურსებზე არათანაბარი წვდომა ძირს უთხრის დემოკრატიას. მხარეებმა სიმშვიდე უნდა გამოაჩინონ. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - დაწერა ევროპარლამენტარმა Twitter-ზე.