გიორგი გახარია: დამკვირვებელთა თქმით, არჩევნები კონკურენტული იყო, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები კი დაცული

გიორგი გახარია: დამკვირვებელთა თქმით, არჩევნები კონკურენტული იყო, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები კი დაცული

გიორგი გახარია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შედეგებს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„ვაფასებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ შედეგებს. დამკვირვებელთა თქმით, არჩევნები კონკურენტული იყო, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები კი დაცული. ჩვენ საქართველოს მდგრადი დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას განვაგრძობთ“, - წერს პრემიერი.