ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის წარმომადგენლების, ევროსაბჭოს წარმომადგენლების, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება. როგორც მათ აღნიშნეს, არჩევნები კონკურენტიან გარემოში ჩატარდა და ძირითადი ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო, ასევე რამდენიმეჯერ ხაზი გაესვა იმას, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი, უცხოელი დამკვირვებლების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აღნიშნული შეფასებების მოსმენის შემდეგ იმის თქმა, რომ არჩევნები გაყალბდა და რაიმე სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი, არის აბსურდი.
„ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის წარმომადგენლების, ევროსაბჭოს წარმომადგენლების, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება. როგორც მათ აღნიშნეს, არჩევნები კონკურენტიან გარემოში ჩატარდა და ძირითადი ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო, ასევე რამდენიმეჯერ ხაზი გაესვა იმას, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ამ შეფასებების იქით, რომ მაინც იძახი არჩევნები გაყალბდა და რაღაც დარღვევებს ჰქონდა ადგილი, არის აბსურდი. ეს არის წინასწარ დადგმული სცენარი, რომელსაც ისინი დიდხანს ვერ გაჰყვებიან. მე იმედი მაქვს, რომ გონს დროზე მოეგებიან და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს, რაშიც დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.