მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს ამ დიდი ნდობისთვის, ეს არის ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ის გამოწვევები, რაც არის ქვეყანაში, გადავჭრათ ჩვენი საზოგადოებისა და ხალხის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ნომერ პირველი გამოწვევა პანდემიაა და სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიური ჯგუფები ამას არაფრად არ აგდებენ და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ.
„ნომერ მეორე გამოწვევა ეს არის ეკონომიკური განვითარება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დავალება ჩვენი ხალხისგან, რომ ჩვენ 24/7-ის განმავლობაში ვიშრომოთ იმისთვის, რომ ამ მდგომარეობაში, რაშიც არის ქვეყანა, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ამ პანდემიის სიტუაციიდან და რაც მთავარია, ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებასა და მეტ სამუშაო ადგილზე. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, რა თქმა უნდა ჩვენ ამ დავალებას ვიღებთ და პირნათლად შევასრულებთ“, - აღნიშნა ანი ოხანაშვილმა.