თურქეთი საქართველოს არჩევნების მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარებას ულოცავს, - ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ ჩვენ მეგობარ სახელმწიფოს ვულოცავთ 2021 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების ჩატარებას. გამოვთქვამთ კმაყოფილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესის მშვიდ და წყნარ საარჩევნო გარემოში განხორციელების გამო. გვწამს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები ერთობლივი ძალისხმევით, ყველა მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.