მამუკა მდინარაძე: საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიუთითეს გარკვეულ ხარვეზზე, ასევე გარკვეულ პროგრესზე, რომელიც წინა არჩევნებთან შედარებით დაფიქსირდა

მამუკა მდინარაძე: საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიუთითეს გარკვეულ ხარვეზზე, ასევე გარკვეულ პროგრესზე, რომელიც წინა არჩევნებთან შედარებით დაფიქსირდა

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა მიუთითეს გარკვეულ ხარვეზზე, ასევე გარკვეულ პროგრესზე, რომელიც წინა არჩევნებთან შედარებით დაფიქსირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციას ავიწყდება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელმაც საარჩევნო შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების განცხადებებს წერტილი დაუსვა.

„საარჩევნო შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების განცხადებებს წრტილი დაუსვა ეუთო/ოდირის წარმომადგენლობამ და სადამკვირვებლო მისიებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნები ლეგიტიმურ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

რა თქმა უნდა, მათ მიუთითეს გარკვეულ ხარვეზზე, ასევე მიუთითეს გარკვეულ პროგრესზე, რომელიც წინა არჩევნებთან შედარებით დაფიქსირდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც კანონმდებლისთვის, რომ საკანონმდებლო დონეზე, მთელი რიგი ნორმები იქნა შემუშვებული, რომ მათი წინანდელი რეკომენდაციები გვქონოდა გათვალისწინებული. ისინი ამ ნორმებისა და მიდგომების კიდევ უფრო დახვეწას ელოდებიან და დემოკრატიის ხარისხის გაძლიერებას, რასაც მოელიან იმ პარლამენტისგან, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გუშინ აირჩია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.