აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას დაურეკა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.