არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა მაღალი თანამდებობის პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას არ კრძალავს

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა მაღალი თანამდებობის პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას არ კრძალავს

საარჩევნო კამპანია კანონის მოთხოვნებთან სრულ შესაბამიობაში იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც კომენტარი დამკვირვებლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა მაღალი თანამდებობის პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას არ კრძალავს.

„ასეთი შთაბეჭდილება ჩვენს საერთაშორისო დამვირვებლებს შეექმნათ იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტის მიერაა მიღებული, იმ შეთანხმების შესაბამისად, რაც ოპოზიციასთან სამუშაო ჯგუფში გვქონდა, არ კრძალავს მაღალი თანამდებობის პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საარჩევნო კამპანიის დროს ეს დაინახეს, როდესაც ჩვენ, მაღალი თანამდებობის პირები, საარჩევნო კამპანიაში ვმონაწილეობდით სრულიად კანონიერად და ლეგიტიმურად. მათ თქვეს, რომ ეს ქმნის გარკვეყლ შთაბეჭდილებას, აღქმას, რომ ეს ხაზი მკაფიო არ არის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, საარჩევნო კამპანია კანონის მოთხოვნებთან სრულ შესაბამიობაში იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.