არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უკვე გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც სრულიად საკმარისია მთავრობის ჩამოსაყალიბებლად

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უკვე გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც სრულიად საკმარისია მთავრობის ჩამოსაყალიბებლად

ვიდრე მაჟორიტარული ოლქების მეორე ტურები ჩატარდება, უკვე გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც სრულიად საკმარისია მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ მომენტისთვის, როდესაც, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, უბნების 97%-ზე მეტი დათვლილია, „ქართულ ოცნებას“ 48%-ზე მაღალი მხარდაჭერა აქვს და პირველივე ტურში, მოგებული აქვს 14 მაჟორიტარული ოლქი. შესაბამისად, ვიდრე მაჟორიტარული ოლქების მეორე ტურები ჩატარდება, უკვე გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც სრულიად საკმარისია მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, მინდა, ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხრა, რომ დადგენილ ვადებში, აბსოლუტურად სამართლიან, კონკურენტულ ბრძოლაში ჩავერთვებით მეორე ტურში და, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს ოლქები დამაჯერებლად მოვიგოთ“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.