გიორგი ვაშაძე:  არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ

გიორგი ვაშაძე:  არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სამოქმედოდ საკუთარ გეგმას შესთავაზებს.

მისი თქმით, არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ითქვას.

„როგორც იცით, ჩვენ ბოლომდე, ყოველთვის, ოპოზიციის ერთობას ვუჭერთ მხარს. აქ სწორედ ამიტომ მოვედით, რომ სამოქმედო გეგმა ყველამ ერთად გავიაროთ.

ის, რომ ეს არ არის ადეკვატური და დემოკრატიული პროცესი, ფაქტია. წინასწარ არ გავაკეთებ განცხადებებს. მინდა, ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუსმინო. ჩემი ხედვა მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ. ჩემს კოლეგებს შევთავაზებთ, რას გულისხმობს, წინასწარ არ მინდა, ვთქვა. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ოპოზიციას ურტყამდნენ და ჩვენ თავს გვესხმოდნენ, მთავარი პრობლემაა იმ შედეგების, რაც გვაქვს.

ყველამ უნდა გაიაზროს, რომ თვითონ ვერაფერს მოიმკის, როცა სხვას ესხმის თავს. ლეგიტიმაციის პრობლემა არჩევნებს აქვს, მასობრივი მოსყიდვა იყო. იმას ვიზამ, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია და ჩემს გეგმას შევთავაზებ. ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

amo აბა თქვენ იცით. ისე ხალხსაც დაეკითხეთ.
4 წლის უკან
Maverick ბიჭო, შენ ვაშაძე ხარ, თუ ხაჟალია?!

"იმან ამბობს" (ვ.გოძიაშვილი, კფ. "რაც გინახავს ვეღარ ნახავ") სუფთა მოგებააო, შენ კიდევ იძახი სუდიამ პენალტი არ მოგვცაო?!

რა ვქნათ ახლა სუდიას არ დავუჯეროთ და შენ დაგიჯეროთ?!

ვისაც სუდიასი ჯერავს, გაგვატარეთ!

ჭიჭიკია, შენ დაუკარ!

აბა არაააააა!
4 წლის უკან