წინასწარი შედეგებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბარიერი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახეს

წინასწარი შედეგებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბარიერი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახეს

31 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 5% ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა პარტიამ: „ქართულმა ოცნებამ“ და საარჩევნო ბლოკმა: „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიამ“.

„დათვლილია 106 პროპორციული და 118 მაჟორიტარული უბანი. ყველაზე მეტი უბანი დათვლილია ქობულეთის 29 ოლქში. ამ მონაცემებით მიღებული ხმებით, პირველ ადგილზე პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები არიან", - აცხადებენ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.