ნიკა მელია:   იომეს, იარაღები ატრიალეს, ცემა-ტყეპა და რა არ იკადრეს და მაინც წააგეს

ნიკა მელია:  იომეს, იარაღები ატრიალეს, ცემა-ტყეპა და რა არ იკადრეს და მაინც წააგეს

წაგებული აქვთ, მარტო გლდანი ხომ არ არის?! რა გააკეთეს?! იომეს, იარაღები ატრიალეს, ცემა-ტყეპა და რა არ იკადრეს და მაინც წააგეს, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 54,72%, „ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 23,61%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,99% აქვს.