„ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, რადგან 8 წელი ელოდა რევანშს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამას მოახერხებდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ახლა სრული აგონია აქვთ. სახეებზე შეხედეთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მათ რეაქციებს. მათი ბელადის რეაქციას შეგიძლიათ შეხედოთ და მიხვდებით, რამდენად აგონიაში არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ გამარჯვებით, მათი შვილებისთვის, ყველასთვის იქნება უზრუნველოყოფილი უკეთესი ხვალინდელი დღე, ყველასთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ოჯახის წევრია. მათაც მივულოცავდი ამ გამარჯვებას, რადგან ქვეყანა აცდა უბედურებას, რომ ვერ მოიპოვეს უპირატესობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ეს ქვეყანა არა ომის, პროვოკაციების და ტყუილის, არამედ სიმართლის გზაზე ივლის, თავისი პლუს-მინუსებით, შეიძლება ბევრი ნაკლოვანებით, თუმცა ის ხალხი იქნება სათავეში, ვისაც თავისი მოქალაქე გულწრფელად უყვარს.
ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 23%. საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.