"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე გლდანში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. მისი განცხადებით, გლდანი "ქართული ოცნებისთვის" სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რადგან ყველა გამოკითხვით ნიკა მელია იგებდა.
"გლდანი მათთვის იყო სტრატეგიული მნიშვნელობის და ძალიან დიდი უპირატესობით, ყველა გამოკითხვით იგებდა ნიკა მელია და ახლა კობახიძის წამოცდენა, რომ ის დატოვებს პოლიტიკას თუ ნიკა მელიამ გაიმარჯვა, როგორც ჩანს იმდენად უგუნური იყო, რომ ახლა მთელი ზონდერ ბრიგადები ცდილობენ, როგორმე დააშინონ ხალხი და არ მოვიდნენ 20:00 საათამდე. მთავარი ამოცანა არის დაშინება მეზობლების, ამ უბანში მცხოვრებლების და ასევე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ისეთი განწყობის შექმნა, რომ უბანზე მისვლა არის საშიში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.